21:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 14:27:02, 759 ნახვა

სამხედრო
ქართველ და ბრიტანელ სამხედროებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების რაგბის გუნდი იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეგობრული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სარაგბო ნაკრებ გუნდსა და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ბათუმში, სარაგბო სტადიონზე ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდმა ბრიტანლები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 22-10 დაამარცხეს.

25 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორისაგან შემდგარი მორაგბეთა გუნდი საქართველოში რვადღიანი ვიზიტით იმყოფება. ბრიტანელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩი 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან მჯდომარე ფრენბურთშიც გამართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაგბო გუნდი ბრიტნელებთან მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 9 მაისს, ქალაქ გორში, ჯიქის სტადიონზე გამართავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics