Politico იუწყება. 

" />
21:28 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 13:41:26, 2337 ნახვა

მსოფლიო
Politico: აშშ-ის კონგრესში Sputnik-ის ჟურნალისტებს აღარ შეუშვებენ

რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აკრედიტაციის უფლება შეეზღუდათ, - ამის შესახებ Politico იუწყება. 

კონგრესის პრესსამსახურის უფროსის ჯასტინ უილსონის განცხადებით, Sputnik-ის ჟურნალისტებს უფლება აქვთ, კონგრესის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. 

კონგრესის პრესსამსახურის შიდა წესის თანახმად, უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის მინიჭება იკრძალება. 

Sputnik-ის ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტმა ენდრიუ ფეინბერგმა კონგრესში აკრედიტაციაზე უარი უკვე მიიღო. ჟურნალისტმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ ეძებს ადვოკატს და მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა აბსურდულია და მის პრაქტიკაში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics