11:25 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 17:21:54, 2185 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: კანონდება ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა წინა ხელისუფლებას უპირისპირდებოდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებთანაც საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ დისკუსია გამართა.

პრეზიდენტმა შეხვედრისას საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისას გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების სისტემაზე, პარლამენტის როლზე, საარჩევნო ბარიერზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და პრეზიდენტისა და მთავარსარდლის უფლებების შემცირებაზე ისაუბრა.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისათვის განაწილების პრინციპზე, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბონუსი ეწოდება.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, არჩევნების პროცესში თითოეული მოქალაქის ხმა უნდა იყოს დაცული, ამ პროექტით კი, სხვა პოლიტიკური ჯგუფისათვის მიცემული ხმა გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის კალათში ხვდება, რაც ხმების მითვისების  მექანიზმია.

პრეზიდენტის განცხადებით, ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა უპირისპირდებოდა წინა ხელისუფლებებს, ხვალ დაკანონდება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში სუსტი პოლიტიკური პარტიების პირობებში, კონსტიტუციაში 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება და ამასთან ერთად, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა, ქართული პოლიტიკური ტრადიციის წინააღმდეგ წასვლაა, რადგან პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პოლიტიკური ბლოკებია ქართული პოლიტიკური ტრადიციის ნაწილი.

პრეზიდენტის აზრით, პარლამენტი ძლიერი ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბების შემთხვევაში იქნებოდა.

"საუბარია, თითქოს, ორპალატიანი პარლამენტის შექმნას ხელს უშლის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, რაც არანაირ კავშირში არაა რეალობასთან.

სრულიად შესაძლებელია, არსებულ ვითარებაში ორპალატიანი პარლამენტი და ის პრობლემა და ტრაგედია, რაც ჩვენ გვჭირს, ეს მოგვარებადია საკანონმდებლო თვალსაზრისით.

ძლიერი პარლამენტი იქნებოდა მაშინ, როდესაც მას ექნებოდა მთავრობაზე კონტროლის მაღალი ხარისხი;  ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში მაჟორიტარების პრობლემაც მოგვარდებოდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა იმ დადებით ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციის პროექტშია ჩადებული - პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნისა და სოციალური სახელმწიფოს ვალდებულებების გაძლიერების საკითხებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics