11:25 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 14:43:17, 2281 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: საქართველომ პირწმინდად მოუგო რუსეთს არაღიარების პოლიტიკა

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ 6 წლის განმავლობაში პირწმინდად რუსეთს არაღიარების პოლიტიკა მოუგო, - ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით შესაბამისი კომენტარის დროს განაცხადა. 

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის განხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საქართველოს ახალი ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგი. 

„ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს მეგობრებს დასავლეთში. ასეთი კანონპროექტის განხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საქართველოს ახალი ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგიც.  ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიიღეთ ის რეალობა, რაც არის, მაგრამ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპირებულ ტერიტორიებს. დღეს  იქნება, თუ ხვალ, ჩვენს სამშობლოს გავაერთიანებთ და არ გატყდება ჩვენი სული. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა განაცხადა მარგველაშვილმა. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას, აშშ-ში ასევე ევროპაში, ითვალისწინებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics