|
2017-05-02 19:13:47, 2568 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების დაცვა სთხოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გერმანია რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. თავის მხრივ, მერკელმა განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და რუსეთს „კონტსრუქციული პარტნიორი უწოდა“ . პრესკონფერენციაზე საუბრის მთავარი თემა ძირითადად უკრაინა და მის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგოამრეობა იყო. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ კრიზისის მოსაგვარებლად ნორმანდიული ოთხეულის ფორმატი გაგრძელდება. პუტინმა აღნიშნა , რომ არავინ ცდილობს დონბასის უკრაინიდან გამოყოფას და ამას თავად უკრაინის მთავრობა აკეთებს იქ არსებული ბლოკადით. ანგელა მერკელი ჩეჩნეთში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და რუსეთის პრეზიდენტს ჩეჩნეთში ლგბტ თემის წინააღმდეგ განხორციელებული დევნის პროცესში ჩარევა სთხოვა. შეხვედრა სოჭში გაიმართა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ხვალ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანს სოჭში შეხვდება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)