10:20 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 17:25:30, 2159 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ომბუდსმენი ზარდიაშვილს: როდესაც სასამართლოში მუშაობდით, თანამშრომლები გიჩიოდნენ და ზეწოლაში გადანაშაულებდნენ

„თქვენ 2012 წლამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად მუშაობდით და სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტი არსებობდა უკანონო გადაწყვეტილებების“,-ასე მიმართა  სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უმრავლესობის წარმომადგენელს ვანო ზარდიაშვილს.

ომბუდსმენმა  იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არის მიუღებელი უმრავლესობის დეპუტატისთვის ნანუაშვილის რეკომენდაცია.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ 2012 წლამდე მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად. სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტი არსებობდა უკანონო გადაწყვეტილებების, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0,01%, იმ პერიოდში არა ერთი ადამიანი, მათ შორის თქვენი თანამშრომლები, მანდატურები გიჩიოდნენ და ამაზე სატელევიზიო რეპორტაჟებიც არსებობდა, ისინი თქვენ ზეწოლაში გადანაშაულებდნენ. კერძოდ, თქვენ უკრძალავდით ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას. თქვენი მეუღლე ასევე მუშაობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, რომელსაც ევალება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ჩემთვის, რატომაა თქვენთვის მიუღებელი ჩვენი არა ერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება სწორედ კონკრეტული დარღვევების გამო, მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას”, - განაცხადა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics