|
2017-05-01 17:31:24, 2090 ნახვა
კომენტარი
გირშელ ბართაია: პატრიოტი საზოგადოება რუსი ბაიკერების ვიზიტს აუცილებლად გააპროტესტებს
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გირშელ ბართაიას განცხადებით, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსი ბაიკერების ჩამოსვლა მოსახლეობამ უნდა გააპროტესტოს. როგორც ბართაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მათ, ვინც რუსი ბაიკერების საქართველოში ჩამოსვლას დაუშვებენ, პასუხი უნდა მოეკითხოთ. "მთავარი ამბავი არის ის, რომ ამ ხელისუფლების უპასუხისმგებლობის და კოლაბორაციონალისტური პოლიტიკის, რუსეთის მიმართ მაამებლური ტონის გამო, ამოტივტივდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პუტინის მონები და რომლებიც, ხელს საქართველოში რუსულ პროპაგანდას უწყობენ. ეს არის ხელისუფლების ბრალი, რადგან ყველა სადავე მიშვებული აქვთ და ამ ადამიანებს გახსნილი აქვთ ასპარეზი. ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენი მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს, შესაბამისი პასუხი უნდა მოეკითხოს და ამის დროც დადგება. ამის მიმართ პროტესტი ნამდვილად უნდა იყოს. ნათელი, შეგნებული და პატრიოტი საზოგადოება აუცილებლად გამოხატავს პროტესტს. მეც, პირადად შევუერთდები პროტესტს და მორალურად მხარს დავუჭერ. ვთვლი, რომ საქართველოში არ არის რუსული ჩექმის პარპაშის დრო. ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებას ყველამ ერთად უნდა გავაგებინოთ, რომ კოლაბორაციონალისტური პოლიტიკა არ გაუვათ. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, უნდა განვითარდეს პროდასავლური კურსით და საბჭოთა კავშირში არასდროს დაბრუნდება", - აღნიშნა გირშელ ბართაიამ. შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ. ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება პეტიცია სახელწოდებით - "არ შევუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში".
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)