|
2017-05-01 16:25:12, 936 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს სასროლეთზე საველე სწავლება გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით, ორფოლოს სასროლეთზე საველე სწავლება გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის და 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ასეულებმა გეგმიური სწავლება საჩვენებელი წვრთნით დაასრულეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური გადაადგილების, თავმოყრის რაიონის დაკავების, საბრძოლო პოზიციის დაცვის, ბრძოლიდან გამოსვლის, პოზიციის გამაგრების და ძალთა გადაჯგუფების დავალებები შეასრულეს. საველე-საჩვენებელი წვრთნები ჯავშანტექნიკის, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფების მხარდაჭერით გაიმართა და ასეულის ტაქტიკური ჯგუფის საბრძოლო სროლებით დასრულდა. საველე სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 180 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)