|
2017-04-29 16:24:38, 2419 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კენეტ იალოვიცი: საქართველოსა და ამერიკას აქვს ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დამყარებული
„საქართველოსა და ამერიკას აქვს ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დამყარებული“, - ამის შესახებ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ფორუმზე განაცხადა. „ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ ვიმყოფები. შევხვდი ძალიან ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი იმ ისტორიულ პერიოდში. თქვენი ქვეყანა გაძლიერდა და განვითარდა. მიხარია, რომ ვხედავ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. საქართველოსა და ამერიკას აქვს ძლიერი პარტნიორობა, რომელიც არის საერთო ღირებულებებზე დამყარებული, ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ჩვენ ეს გვაერთიანებს“, - განაცხადა კენეტ იალოვიცმა. მშვიდობას, სტაბილურობას, თუ როგორ ძლიერდება დემოკრატია ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ძალიან მიხარია, აქ ყოფნა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძლიერი პარტნიორობა, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებზე და ეს ღირებულებებია - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ჩვენ სწორედ ეს გვაერთიანებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ 25 წლისთავს”, - ფორუმი - „ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე" აშშ–ს ელჩმა იან კელიმ გახსნა . დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ფორუმის გახსნას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები– რიჩარდ მაილსი, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)