|
2017-04-29 13:38:17, 2711 ნახვა
მსოფლიო
Reuters: თურქეთში Wikipedia დაიბლოკა
თურქეთში ონლაინ-ენციკლოპედია Wikipedia დაიბლოკა, - ამის შესახებ Reuters ინტერნეტის მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მთავრობის კრიტიკოსები აღნიშნულ ფაქტს ინტერნეტში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად აფასებენ. ინტერნეტ-ენციკლოპედია თურქეთის დროით დაახლოებით დილის 8 საათზე დაიბლოკა. მომხმარებლებმა Wikipedia-ს ვებგვერდზე შესვლა თურქეთის სხვადასხვა ინტერნეტპროვაიდერის გამოყენებით სცადეს, თუმცა ყველა შემთხვევაში, ერთიდაიგივე შეტყობინება მიიღეს. შეტყობინება შემდეგი ჭინაარსის იყო: "ვებგვერდთან წვდომა შეუძლებელია და დაკავშირების დრო ამოიწურა". „თურქეთის ნომერ 5651 კანონის შესაბამისად, ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს მიერ ჩატარებული ტექნიკური და იურიდიული შეფასების შედეგად, 29 აპრილიდან საიტ wikipedia.org-თან მიმართებაში ადმინისტრატიული ზომები გამოიყენება“, - ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში. მომხდართან დაკავშირებით, თურქეთის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან, დაბლოკვის მიზეზიც უცნობია. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობას ინტერნეტში სხვადასხვა საიტები არაერთხელ დაუბლოკავთ. ფიქსირდებოდა ინტერნეტის შეზღუდვის ფაქტებიც.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)