|
2017-04-28 19:42:20, 2647 ნახვა
სამართალი
სუს-ი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს არ ადასტურებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. მათივე განმარტებით, ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება. „საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე, ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს ისევე როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე. ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, მათი დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ“,-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)