13:10 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 12:44:20, 2091 ნახვა

სამართალი
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა, ბრალდებულის პატიმრობის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი 78 საათში უნდა განიხილოს. იგი ჩხვირკიას დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სასამართლომაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატიც.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 აპრილს შეუფარდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics