|
2017-04-26 13:13:33, 2452 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმრავლესობა პოლიციელია
სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით თურქეთში 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია, ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციის ოფიცერია. სამხედრო ამბოხში ბრალდებულები დედაქალაქში გადაიყვანეს. სამართალდამცველების თქმით, სულ 1009 ადამიანია დაკავებული, 72 პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. მათივე შეფასებით, "ეს თურქეთის რესპუბლიკისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია". შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 200 კი მძიმედ დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამერიკის შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს და თურქეთი მის ექსტრადირებას უკვე რამდენიმე თვე ითხოვს. შტატები ექსტრადირებაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გიულენს ის ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ათობით სკოლა და უნივირსიტეტი, ასევე რამდენიმე მედია საშუალება. პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განკარგულებით სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ადამიანი, ამასთან 15 ათასამდე მასწავლებელი, 6 ათასამდე სამართალდამცველი და 100-მდე ჟურნალისტი დააპატიმრეს, გიულენთან კავშირის ბრალდებით. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)