08:23 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 14:59:25, 2325 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე აისახება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიშველაძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ ქვეყანა უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს მიიღებს.

"გარდა ამისა, წარმოდგენილ პროექტში უგულვებელყოფილია ამომრჩევლის უფლება - ხალხისთვის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის ნების წართმევით. კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რაც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის შედეგად, უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე.  ქვეყანაში, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დგას ურთულესი რეგიონული  გამოწვევების წინაშე, აღარ არსებობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის შექმნილი კონსტიტუციური ორგანო - უშიშროების საბჭო.  
შესაბამისად, ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს", - აღნიშნა მიშველაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics