|
2017-04-22 15:59:24, 958 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო: მაზარ-ი-შარიფში ქართველი სამხედროები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ
მაზარ-ი-შარიფში ქართველი სამხედროები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან, ავღანურ ქვედანაყოფზე თავდასხმა იმ ბაზიდან 20 კილომეტრის მოშორებით განხორციელდა, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ. „შესაბამისად, ქართული ასეული საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. გუშინ, ავღანურ ქვედანაყოფს, 15 ამბოხებული, ადგილობრივი დროით 13:40 საათზე დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ავღანური ეროვნული არმიის 100-ზე მეტი მოსამსახურე დაიღუპა, ასევე, ავღანური სპეციალური რაზმის ერთი წევრი და ბაზაზე მომსახურე ერთი სამოქალაქო პირი. დაჭრილია ავღანური ბრიგადის 30 წარმომადგენელი. ამ დროის მონაცემებით, თხუთმეტივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)