|
2017-04-19 20:49:09, 2465 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ცესკომ რეფერენდუმის შედეგების გაუქმების შესახებ ოპოზიციის საჩივარი არ მიიღო
თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის ოპოზიციის სარჩელი, ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით არ მიიღეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სარჩელის დაკმაყოფილებას კომისიის მხოლოდ ერთმა წევრმა დაუჭირა მხარი, 10 კი, წინააღმდეგი იყო. გუშინ თურქეთის ოპოზიციამ ცესკო-ს რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, რეფერენდუმი მრავალი სახის დარღვევით ჩატარდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ოპოზიციას აქვს უფლება შედეგები შესაბამის ინსტანციებში გაასაჩივროს, თუმცა მისივე თქმით, საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოწოდების უფლება არ გააჩნია. პრეზიდენტის შეფასებით, "რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, რომელიც დასავლეთში ჩატარდა". რამდენიმე საათით ადრე ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არათანაბარ პირობებში ჩატარდა. დამკვირვებლების შეფასებით, რეფერენდუმის ტექნიკური მხარე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ამომრჩევლებს არ მიაწოდეს მიუკერძოებელი ინფორმაცია რეფორმის ძირითად დებულებებზე. საპროტესტო აქციაზე 49 ადამიანი დააკავეს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)