|
2017-04-19 14:16:35, 2174 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოზარ სუბარი: დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება
„ყოველი ჩასვლა არის უკანონო, მაგრამ წინა ჩასვლებსა და დღევანდელ ჩასვლას შორის რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ არის, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ გასაგონად ვამბობ“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს. მინისტრის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ე.წ. საელჩო დღეს არ გახსნილა. „2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული წარმონაქმნები, აბსოლუტურად უკანონოდ და აბსოლუტურად არალეგიტიმურად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. საელჩო დღეს არ გახსნილა, საელჩო გაიხსნა მაშინვე და მას შემდეგ ლავროვი უკვე მეოთხედ ჩავიდა. ყოველი ჩასვლა არის უკანონო, მაგრამ წინა ჩასვლებსა და დღევანდელ ჩასვლას შორის რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ არის. ამას ვამბობ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაგონად. დეოკუპაცია მოხდება აუცილებლად. დეოკუპაციას სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარება და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც არის მყარი და არ იცვლება წლების განმავლობაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)