|
2017-04-19 12:05:34, 2037 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დემონსტრაციული დარღვევაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დემონსტრაციული დარღვევაა. თალაკვაძის თქმით, ქართული მხარე რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავოს. „რამდენადაც ჩემი აფხაზი მეგობრებისგან ვიცი, აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს დიდი აღფრთოვანება და სიხარული არ მოჰყოლია, რადგან აფხაზეთში კარგად ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის შედეგი ამ რეგიონის განვითარების შეფერხებაა მაშინ, როცა ამ რეგიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს აფხაზ ძმებს უფლება აქვთ, რომ საკუთარი რეგიონი განავითარონ და უკეთესი ცხოვრება და პირობები ჰქონდეთ. ისინი ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში, ეს პროცესი მთლიანად შეფერხებულია მოყოლებული კონფლიქტის დაწყების დღიდან ამ დრომდე. საგარეო უწყებამ რეაგირება მოახდინა და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა. რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გვაქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)