|
2017-04-14 13:39:43, 2442 ნახვა
მსოფლიო
ჰომოსექსუალებზე გამოქვეყნებული სტატიის გამო „Новая газета“-ს ჟურნალისტებს ჩეჩნები ემუქრებიან
"Новая газета"-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოცემას ემუქრებიან, იმის გამო, რომ მათ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის თაობაზე სტატია გამოაქვეყნეს, - ამის შესახებ Дождь იუწყება. როგორც რედაქციაში აცხადებენ, მათ თანამშროლებს საფრთხე ემუქრებათ. აღსანიშნავია, რომ გამოცემის ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, თუმცა მალევე ის გვერდიდან გაქრა. ვებგვერდის ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თქმით, შეიძლება ეს ჰაკერული თავდახმის შედეგია. მოგვიანებით, განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ზე აიტვირთა. "Новая газета" ამბობს, რომ რამდენიმე დღეში სტატიის გამოქვეყნებიდან, რომელშიც ლაპარაკი იყო, ჰომოსექსუალების შესახებ, გროზნოს მთავარ მეჩეთში ჩეჩნეთის სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგანგებო შეკრება გაიმართა. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, შეკრებაში 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. შეკრებაზე ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მრჩეველმა ადამ შახიდოვმა გაზეთის კოლექტივი სიცრუეში დაადანაშაულა და მათ „ჩეჩნეთის და მათი სარწმუნოების მტრები უწოდა“. მისი გამოსვლა ქვეყნის ცენტრალური არხით გადაიცემოდა. შეხვედრის შემდეგ რეზოლუცია მიიღეს. როგორც გამოცემაში აცხადებენ, რეზოლუცია უბიძგებს რელიგურ ფანატიკოსებს, რომ ჟურნალისტების დევნა განხორცილედეს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)