|
2017-04-13 15:06:32, 2288 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
დავით უსუფაშვილი: გივი ბერიკაშვილი იყო პიროვნება, რომელსაც ყველანი ჩვენი ოჯახის წევრად ვთვლიდით
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე დავით უსუფაშვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მსახიობის ოჯახს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს. როგორც უსუფაშვილმა მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გივი ბერიკაშვილი იყო მსახიობი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ოჯახის წევრად თვლიდა. “ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს, თითოეულ ოჯახს. ბატონი გივი ბერიკაშვილი იყო მსახიობი, პიროვნება და მოქალაქე, რომელსაც ყველანი ვთვლიდით ჩვენი ოჯახის წევრად. მან იმდენი სიხარული, იმდენი ოპტიმიზმი შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ჩვენ კიდევ ერთი იმდენი რაც ბატონმა გივიმ თვითონ იცოცხლა არ გვეყოფა იმისთვის, რომ ვიყოთ ქვეყნის მოსიყვარულე, ამასობაში მხიარული და ხალისიანი, როგორიც იყო ბატონი გივი ბერიკაშვილი. ვამაყობ, რომ მას ვიცნობდი. გივი იყო დიდი კახელი ყველაფერთან ერთად”, –განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის და სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ. გივი ბერიკაშვილს 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)