20:32 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 13:55:17, 2314 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: 285 მილიონი დოლარი სავალუტო რეზერვების გასაზრდელად, ეროვნულ ბანკში წავა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას, ფინანსთა მინისტრი/ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა.

ქუმსიშვილის განმარტებით, თანხები სავალუტო რეზერვების გასაზრდელად, ეროვნულ ბანკს გადაეცემა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხები არ არის საბიუჯეტო დახმარება, ან არ მოხმარდება რაიმე კონკრეტულ პროგრამას:

„თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება, ვინაიდან ეს არის  გარანტი ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების, ეს არის  გარანტი  იმ მხარდაჭერისა საერთაშორისო საფინანსო დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ის ორგანიზაცია, რომელთან  პროგრამის არსებობის შემთხვევაში, ყველას საფინანსო ორგანიზაცია კომფორტულადაა, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მაკროეკონომიკური გარემო, მათ შორის ფისკალური მდგომარეობა და მონეტარული მდგომარეობა  ქვეყანაში, არის დამაკმაყოფილებელი და კარგი. შესაბამისად, ჩვენ შემდეგი 3 წლის განმავლობაში გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი პროგრამა. ეს ნიშნავს იმას, რომ სივრცითი განვითარება განხორციელდება სრული მასშტაბით“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics