|
2017-04-13 13:11:28, 2175 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: როდესაც „ნაციონალებს“ და ყოფილ „ნაციონალებს“ კამერები მოშორდებათ, კითხვების დასმის ხალისი ეკარგებათ
„როდესაც „ნაციონალებს“ და ყოფილ „ნაციონალებს“ კამერები მოშორდებათ, კითხვების დასმის ხალისი ეკარგებათ ხოლმე“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე საუბრისას განუცხადა. მდინარაძის განმარტებით, არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც სუს-ის წარმომადგენელი ღია რეჟიმში ვერ ისაუბრებს. „ამასთან დაკავშირებით დაშვება გააჩნიათ პარლამენტის წევრებს, შეუძლიათ მოისმინონ ყველა კითხვაზე პასუხი, შესაბამისად, უმრავლესობის წარმომადგენლები დავეთანხმეთ იმ აზრს, რომ სხდომა დახურულიყო და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიგვეღო. არ შეიძლება არ აღინიშნოს, ნახევრად ხუმრობით, რომ როდესაც „ნაციონალებს“ და ყოფილ „ნაციონალებს“ კამერები მოშორდებათ, მათ კითხვების დასმის ხალისი ეკარგებათ ხოლმე და მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც რეალურად საინტერესოა პარლამენტის წევრისათვის“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)