05:18 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 13:09:28, 1933 ნახვა

კომენტარი
გიორგაძე: ვაპირებთ, თეატრებს ახალი დაფინანსების სისტემა შევთავაზოთ

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, თეატრებთან მიმართებაში დაფინანსების სისტემა რეფორმირებას საჭიროებს.

გიორგაძის თქმით, თეატრებისთვის ახალი დაფინანსების სისტემის შეთავაზება იგეგმება. ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ ამ თემაზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია და ის ყიფშიძეების განცხადებას არ უკავშირდება:

„დიახ, ნამდვილად ვფიქრობთ, რომ რეფორმირებას და განსხვავებულ მიდგომას  ზოგადად დაფინანსების სისტემა საჭიროებს, თუნდაც თეატრებთან მიმართებაში. მქონდა რამოდენიმე თეატრის ხელმძღვანელთან, როგორც თბილისის, ისე რეგიონული თეატრის  ხელმძღვანელთან ამ თემაზე საუბარი, ეს ხდებოდა არა  ამ ამბის გამო (ყიფშიძეების განცხადება), არამედ დიდი ხნით ადრე და ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ჩართულობით, საჯაროობით ამ თემაზე ვიმსჯელოთ და საერთო კონსესუსის შედეგად ახალი დაფინანსების სისტემა შევთავაზოთ თეატრებს. ჩემი გულწრფელი პატივისცემისდა მიუხედავად,  თეატრების ხელმძღვანელებმა, სამხატვრო ხელმძღვანელებმა, მმართველებმა, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“,-განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics