|
2017-04-13 11:24:57, 2486 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ბაშარ ასადი ყასაბია - ნატო, კი მოძველებული ორგანიზაცია არ არის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის სრიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს არ ნანობს. როგორც ქვეყნუს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპელებმა ერთობლივი უსაფრთხოებისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადონ. მისივე შეფასებით, ნატო "მოძველებული ორგანიზაცია" არ არის. "ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორად მოვიქეცით. ბაშარ ასადი ყასაბია. ნატო მოძველებული ორგანიზაცია არ არის. ევროპელებმა ერთობლივი უსაფრთხოებისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადონ. ალიანსმა სირიაში კატასტროფა უნდა მოაგვაროს. დროა, სასტიკი სამოქალაქო ომი დასრულდეს და დევნილებს სახლებში დაბრუნების საშუალება მიეცეთ. ტილერსონს რუსეთში შეხვედრა ჰქონდა. ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგი. შტატები მზად არის, ჩრდილოეთ კორეის კრიზისი ჩინეთისგან დამოუკიდებლად დაამარცხოს. მსოფლიოში არეულობაა. ამას დავასრულებთ და მსოფლიო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი იქნება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)