|
2017-04-12 18:30:32, 2204 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის წინააღმდეგ კამპანია იმართება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის წინააღმდეგ კამპანია იმართება. „ეს ცალსახაა. ყველაა დარწმუნებული იმაში, რომ ესაა კამპანია. თქვა რომ კამპანია არ არის, მაგრამ კამპანია იმართება, აქ კითხვის ნიშანიც არაა, რადგან გაუგებარია, რა არის იმ შეხვედრების მიზანი. იქ არ არსებობს უკუგების ფორმები, არ არსებობს ოქმები, ის ინფორმაცია, რომელიც გროვდება შეხვედრებზე, კომისიამდე ვერ მოვა ვერანაირად, ანუ, თუკი არის საერთო-სახალხო განხილვები, უნდა გროვდებოდეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მოდიოდეს პარლამენტამდე. არც უკუგების ფორმები არსებობს, არც ოქმები არსებობს, შესაბამისად, ვერანაირი სარგებელი ამ შეხვედრიდან კომისიამდე, პარლამენტამდე ვერ მოვა და ვერც საზოგადოების მოსაზრებები ვერ მოვა. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ კამპანიაა“, - განმარტა თამარ ჩუგოშვილმა. კითხვაზე-საკონსტიტუციო კომისიის წევრებიც ესწრებიან შეხვედრებს და ისინი ხომ არიან ინფორმაციის მომწოდებლები, ჩუგოშვილმა ასე უპასუხა: „აქ საბავშვო ბაღი არ არის, პარლამენტია და დოკუმენტალურად ტრიალებს ყველაფერი და არანაირი დოკუმენტი ჩვენამდე არ მოსულა“, - დასძინა ჩუგოშვილმა.
ამავე თემაზე პრეზიდენტი - „არ ვიცი, მმართველი გუნდი რატომ ეძახის ამას წინასაარჩევნო კამპანიას“ თამარ ჩუგოშვილი: დახურულ კარს მიღმა თვითონ არის, რადგან ყველა ოთახშია, გარდა პრეზიდენტისა
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)