|
2017-04-12 17:22:45, 2306 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნდობის დონე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაუარესდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნდობის დონე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში იმაზე დაბალია, ვიდრე ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია МИР-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პუტინის შეფასების, ორ ქვეყანას შორის ნდობამ და ურთიერთობებმა დეგრადაცია განიცადეს. რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს წევრების რეაქცია, რომელიც მათ აშშ-ის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვაზე ჰქონდათ, ჩინური ფაიფურის დეკორატიულ ფიგურებს შეადარა. "ისინი მხოლოდ თავს იქნევენ და არ აანალიზებენ იმას, რაც ხდება”, – აღნიშნა პუტინმა. როგორც პუტინმა ინტერვიუში აღნიშნა, სირიის სამთავრობო არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა სახეზე, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე სუვერენულ ქვეყანაზე იერიში განხორციელდა. ცნობისთვის, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი იმყოფება და თავის კოლეგას, სერგეი ლავროვს ხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტილერსონი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება, თუმცა თავდაპირველად ეს შეხვედრა ჩანიშნული არ იყო. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 19 ქალი. ქვეყნის ოპოზიცია თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ან რუსეთს ადანაშაულებს. თავდასხმის შემდეგ ის საავადმყოფოები დაიბომბა, სადაც დაშავებულები მკურნალობას გადიოდნენ. ქიმიური იარაღის გამოყენებიდან 3 დღეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საავიაციო ბაზა დაბომბეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო აშშ-ის პასუხი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ევროპა და ამერიკა თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის ჩართულობაზე საუბრობენ. ასადი და ოფიციალური კრემლი ბრალდებებს უარყოფენ. დიი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. დღეს დიდი შვიდეულის შეხვედრაზე მინისტრებმა სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)