|
2017-04-12 12:36:51, 1940 ნახვა
კომენტარი
ნარჩემაშვილი ქორწინების დეფინიციაზე: საზოგადოების სურვილია, კონსტიტუციაში მოხდეს მისი ასახვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, საზოგადოების სურვილია, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვა მოხდეს. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ნარჩემაშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის პოზიციაა, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვა მოხდეს გარდა ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს კანონმდებლობით და არა კონსტიტუციური ჩანაწერით. კომისიის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზეც იმსჯელებენ. „პირადად ჩემი პოზიცია იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია მაინც არ არის მარტო სამართლებრივი დოკუმენტი, რა საკვირველია ის ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს, კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს, მაგრამ ეს არის გარკვეული ასახვა პოლიტიკური ვითარების, პოლიტიკური რეალობის, ლოგიკის და მორალის. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ის განწყობები, რაც ახლაა საზოგადოებაში, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს, რომ მათი სურვილია ეს აისახოს, ვთვლი, რომ უნდა აისახოს ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში, თუმცა ვნახოთ, ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომ ის დარეგულირდეს სხვა კანონმდებლობით და არა კონსტიტუციური ჩანაწერით, ამაზე გვექნება კონკრეტულად საუბარი“, - განმარტა კობა ნარჩემაშვილმა .
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)