|
2017-04-12 07:42:48, 2227 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი: რუსეთი სირიის მთავრობას ხელს აფარებს
თეთრი სახლი რუსეთს ადანაშაულებს, რომ ის ცდილობს, სირიის ხელისუფლების ბრალეულობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური თავდასხმის განხორციელებაში დამალოს, - ამის შესახებ The New York Times იუწყება. ამერიკის შეერთებუი შტატების მთავრობის ცნობით, ერთდროულად არაერთი დადასტურებული ინფორმაცია გავრცელდა, რომ სირიის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იაღაღი გამოიყენა. აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოს მიერ ქიმიური თავდასხმის შესახებ მომზადებულ ოთხგვერდიან ანგარიშში წერია, რომ სირიისა და რუსეთის მთავრობები შეეცადნენ მსოფლიო თანამეგობრობა შეცდომაში შეეყვანათ, რისთვისაც დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. როგორც აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ კომენტარის გაკეთება, რამდენად არის შესაძლებელი, რუსეთის მთავრობას წინასწარ სცოდნოდა, რომ სირია ქიმიური თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა ან იერიშის მიტანას აპირებდა იმ კლინიკაზე, სადაც დაზარალებულები მკურნალობდნენ. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 19 ქალი. ქვეყნის ოპოზიცია თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ან რუსეთს ადანაშაულებს. თავდასხმის შემდეგ ის საავადმყოფოები დაიბომბა, სადაც დაშავებულები მკურნალობას გადიოდნენ. ქიმიური იარაღის გამოყენებიდან 3 დღეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საავიაციო ბაზა დაბომბეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო აშშ-ის პასუხი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ევროპა და ამერიკა თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის ჩართულობაზე საუბრობენ. ასადი და ოფიციალური კრემლი ბრალდებებს უარყოფენ. დიი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. დღეს დიდი შვიდეულის შეხვედრაზე მინისტრებმა სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)