05:18 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 19:03:03, 2332 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნარმანია ახვლედიანს: ნაზღაიძეზე რომ ლაპარაკობთ, 12 ჰექტარი მიწა ჩამოართვით მოქალაქეს და ნაგავსაყრელი გახსენით

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრ მამუკა ახვლედიანს ის პერიოდი შეახსენა, როდესაც ყოფილი მერის გიგი უგულავას მოადგილე იყო.

ნარმანიას თქმით, 12 ჰექტარი მიწა მათ მოქალაქეს ჩამოართვეს და იქ ნაგავსაყრელი გახსნეს.

მერის ინფორმაციით, მოქალაქე აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნებას დღემდე ითხოვს.

„ნაზღაიძეზე რომ ლაპარაკობთ, ერთ ფაქტს შეგახსენებთ,თქვენ მაშინ მერის მოადგილე იყავით, 12 ჰექტარი მიწა ჩამოართვით მოქალაქეს  და გახსენით ნაგავსაყრელი. დღემდე დაობს ის მოქალაქე, ამ ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს. თქვენი დაშვებული შეცდომების გამოსწორება გვიწევს. იცით თუ არა ეს?! ამ კითხვაზე გამეცით პასუხი ჭკუას რომ გვასწავლით“,-მიმართა ნარმანიამ ახვლედიანს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2014 წლის 28 აპრილს გიორგი ქელდიშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  შპს „თბილსერვის ჯგუფს“ და ითხოვა მის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული აქტებისა და განკარგულებების ბათილად ცნობა. 

საქმის მორიგების დასრულებისა და მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში მოსარჩელე მხარესთან, გიორგი ქელდიშვილთან რამდენჯერმე შედგა შეხვედრა, ამავე დროს, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, თუმცა  ქელდიშვილისთვის სასურველი და ტოლფასი მიწის ნაკვეთის შერჩევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. მოცემული სასამართლო დავის მორიგებით დასრულების მიზნით, სააგენტოში კვლავ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. დავის მორიგებით დაუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იმოქმედებს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად. 

ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics