|
2017-04-10 14:03:18, 2406 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ბერაძე: „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000 ლარს უმოკლეს ვადაში მიიღებენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000 ლარს უმოკლეს დროში მიიღებენ. როგორც ბერაძემ განმარტა, სიების დაზუსტებისთნავე, მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის შესაძლებლობა ექნებათ. "ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს შორის შეთანხმება შედგა და ჩვენმა ერთ თვიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. როგორც მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იმ სიების დაზუსტებას დასჭირდა, რომელიც მთლიანად დაზარალებულებისა და მათი ხელმძღვანელობების ჩართულობასა და მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული. სიების დაზუსტებისთნავე, ჩვენ მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის საშუალება მოგვეცა", -განაცხადა რიმა ბერაძემ. დეპუტატის ინფორმაციით, საკრებულოში ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატები სწორედ ბავშვთა სამყაროს დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების დროულად გაცემის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შესაბამის ცვლილებებს განიხილავენ. "ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებს მინდა მოვუწოდო, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა ყველაფერზე არ შეიძლება",- განაცხადა რიმა ბერაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)