10:33 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 22:31:26, 2656 ნახვა

სამართალი
გიორგი მამალაძე: ღვთის შეწევნით, თავად შევძლებ სიმართლის დამტკიცებას

ღვთის შეწევნით, თავად შევძლებ სიმართლის დამტკიცებას, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც "რუსთავი 2" აქვეყნებს.

წერილში დეკანოზი გიორგი მამალაძე სულიერ მამას მიმართავს: "მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს დაძლიოს ყველნაირი წნეხი და ზეწოლა. ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი".

დეკანოზი წერილში ირაკლი მამალაძეზეც საუბრობს და წერს, რომ მან უბრალოდ არ გაუშვა ხელიდან შანსი წარმოჩენილიყო "გმირად".

"ჩემი აზრით კი, მან უბრალოდ არ გაუშვა ხელიდან შანსი წარმოჩენილიყო ”გმირად”, ”საქართველოს მხსნელად”. სამწუხაროდ, მისი ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები კარგად დაემთხვა ერთმანეთს. ღმერთმა შეგვინდოს ორივეს: მას მისი საქციელი, ხოლო მე - ჩემი წინდაუხედაობა”, - წერს მამალაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics