|
2017-04-07 21:26:38, 2184 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი უმრავლესობას: რატომ მახსენებთ 2012 წელს ან რატომ ედრებით ?
„მე ვცდილობ პარლამენტში ხალხის აზრი წარმოვადგინო, არ ვარ არცერთი პარტიის პრეზიდენტი“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდეტის თქმით, ხალხის გაჭირვებას სტატისტიკით ვერ უპასუხებს. „თავიდანვე მოგახსენეთ, რომ მიზნად არ გამიხდია მხარი დამეჭირა არცერთი ხელისუფლების წარმატებებისთვის ან ზედმეტად გამეკრიტიკებინა ის რაც გაკეთდა. მე მოგაწოდეთ საზოგადოების შეხედულებები, ხალხის აზრი და ხალხს აქვს პრობლემები. მიუხედავად იმ სტატისტიკური მონაცემებისა, რომელთა სიზუსტეზე მე ახლა არ ვიდავებ, კარგი იქნება საზოგადოებას გაესაუბროთ და იმ გასაჭირს პირდაპირ შეხედოთ თვალებში, რომელიც მე თქვენამდე აქ მოვიტანე და რომელიც აქ დაგიფიქსირეთ და რომლის შინაარსიც შემდეგშია, ხალხს უჭირს, არის პრობლემები, მათ ესმით წარმატებებიც, მაგრამ არის სერიოზული გასაჭირიც და ამ გასაჭირთან დაკავშირებით მათ უნდათ ამის გაზიარება და მათ სჭირდებათ თქვენი ყურადღება. ამ თვალსაზრისით მე იმ ძალიან ხშირ შეხებაში, რომელიც მაქვს საზოგადოებასთან ვხედავ ბევრ გაჭირვებას და მე ამ გაჭირვებას ვერ ვუპასუხებ იმ სტატისტიკით, მითუმეტეს სტატისტიკით, რომელიც რატომღაც ედრება 2012 წელს“,-განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "უცნაურია იმის მოსმენა, რომ „თურმე 2012 წლის მერე გარკვეული ცვლილებებია მიღწეული“. „ცოტა საინტერესო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ თურმე 2012 წლის მერე გარკვეული ცვლილებები არის მიღწეული. რა თქმა უნდა მიღწეულია, გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებია. უცნაურია მე როდესაც მახსენებენ ამას, ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად არ მინახავს ხელისუფლების კრიტიკოსებად 2012 წლამდე. ამაზე ძალიან საინტერესოდ ილაპარაკა ქალბატონმა ინაშვილმა. მე რატომ მახსენებთ 2012 წელს ან რატომ ედრებით 2012 წელს ? საზოგადოების წინაშე დღეს არის პრობლემები და ეს პრობლემები დღეს არის გადასაჭრელი. ამ პრობლემებს უნდა გაუსწოროთ თვალი. მე მესმის გაღიზიანება იმასთან დაკავშირებით, რომ მე თქვენ ამ პრობლემებს გიზიარებთ, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სირთულეები გადასაჭრელია“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)