|
2017-04-05 12:54:08, 2176 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოზარ სუბარი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ის პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხენებას დაესწრება. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. "გუშინ გადაწყდა, რომ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დავესწრები. არამგონია, რომ დევნილებთან დაკავშირებით პრეზიდენტს რამე განსაკუთრებული შენიშვნები ჰქონდეს, თუმცა შესაძლებელია, რომ ოპოზიციამ გარკვეული კითხვები დასვას ან გარკვეული წინადადებებით წამოდგეს. ბუნებრივია ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - აღნიშნა სუბარმა. შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს ქუთაისის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. სხდომა დებატების ფორმატში სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და რამდენიმე მინისტრი დაესწრება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)