|
2017-04-05 11:04:14, 866 ნახვა
სამხედრო
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთშია
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე და 32-ე ბატალიონის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი დახვდნენ. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რიგით მე-5 როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შეასრულებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)