01:06 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 15:12:13, 1921 ნახვა

კომენტარი
მიშველაძე: პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრებს, რაც საზოგადოებას აწუხებს

„პრეზიდენტი თავის საპარლამენტო გამოსვლაში ყველა იმ მნიშნელოვან თემაზე ისაუბრებს, რაც საზოგადოებას აწუხებს“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებებზე.

„მოგეხსენებათ, უმრავლესობამ გაიზიარა პრეზიდენტის წინადადება სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვასთან დაკავშირებით, რასაც პრეზიდენტი დადებითად აფასებს.

რაც შეეხება თავად სიტყვის შინაარსს ,  პრეზიდენტი, პირველ რიგში, ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე“, - განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics