|
2017-04-03 15:54:07, 2355 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ხუციშვილი ინდოელ ტურისტებზე: თუ არის საჭიროება, შეიძლება მივიღოთ პრევენციული ღონისძიებები
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ინდოელ ტურისტებთან დაკავშირებული ინციდენტი შეაფასა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, უწყების იფნრომაციით, მსგავსი ფაქტები საქართველოში ხშირი არ არის. ამასთან, მანვე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო პრევენციული ზომების მისაღებად მზად არის. "ბევრი ასეთი ფაქტის შესახებ ჩვენთვის არ არის ცნობილი, ანუ ეს არის ალბათ რამდენიმე ერთეული შემთხვევა და ეს უბრალოდ ყველაზე გახმაურებული, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხზე სანამ გამოძიება არ დასრულდება ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ დამატებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან. მოგეხსენებათ, ტურიზმზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო და თუ არის ამის საჭიროება, ჩვენ შეიძლება მივიღოთ პრევენციული ღონისძიებები, თუმცა დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ციფრი არის სულ რამდენიმე ერთეული შემთხვევა", - აღნიშნა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, რომ ინდოელი ტურისტები თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლებს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)