|
2017-04-03 13:11:26, 744 ნახვა
სამხედრო
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ინე ერიქსენ სორეიდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად გმირთა მოედანზე მივიდა. ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნორვეგიული დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღესვე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს მოინახულებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)