|
2017-03-31 18:17:42, 892 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან
I ქვეითი ბრიგადის 12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიემგზავრება. სამშვიდობო მისიაში გაცილების ცერემონიალი დღეს მცხეთაში 12-ე ბატალიონის დილოკაციის ადგილას გაიმართა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. გაცილების ცერემონიალს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)