|
2017-03-31 16:45:20, 2305 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირმა ნადირაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართოს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხს ეხმაურება. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართოს. „ბოლო 4 წლის მანძილზე არც ერთხელ ეს არ მომხდარა. პრეზიდენტი გამოდის ანგარიშით, ცხადია, მის ამ განცხადებას უმრავლესობამ უნდა გაუწიოს ანგარიში იმიტომ, რომ ეს ადამიანი აკეთებს ანგარიშს და ცხადია, თვითონ იცის ურჩევნია ეს გააკეთოს დებატების ფორმატში, თუ გააკეთოს მხოლოდ მოხსენება. მითუმეტეს, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საქართველოს მსგავსად, ყველა სხვა ოპოზიციური ფრაქციაც ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ანგარიშის ეს ფორმა იქნება უფრო გამართლებული. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ვითარება ეკონომიკის მიმართულებით, სამუშაო ადგილების მიმართულებით. ძალიან მძიმე დაძაბული ვითარებაა თვითონ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის და შეგახსენებთ პარლამენტის თავჯდომარის არაერთ არაადეკვატურ განცხადებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში და სხვა ინსტიტუტებთან მიმართებაში და ამიტომ ვთვლით, რომ ეხლა ყველაზე გამართლებული იქნება სწორედ დებატების ფორმატში ამ ანგარიშის ჩატარება“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)