|
2017-03-31 14:07:58, 2162 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტის თქმით, ე.წ. მოსმენების კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებს
„მე კონსულტაციას გავაგრძელებ ყველა იმ მხარესთან, ვისაც უნდა და აინტერესებს უფრო კარგი კანონმდებლობის შექმნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზოგადოების აქტიური ჩართულობა კანონის განხილვაში, დაბალანსებული და დემოკრატიული კანონმდებლობის წინაპირობაა. „ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ამ კანონის განხილვაში. ეს არის წინაპირობა ნორმალური, დაბალანსებული, დემოკრატიული კანონმდებლობის მიღების თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო პარტიების, ბიზნეს სექტორის, საპარლამენტო სექტორის აქტიურობა და, ასეთი ტიპის ჩართულობა ყოველთვის განაპირობებს პროცესის სიჯანსაღეს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის ბოლო იქნება ძალიან ადეკვატური კანონმდებლობა საქართველოსთვის. მე არაერთხელ გამიგია, რომ თითქოს აქ არის დილემა სახელმწიფო ინტერესებსა და ინდივიდუალურ უფლებებს შორის. მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვთქვა, რომ პიროვნების უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები ყოველთვის თანხმობაშია ერთმანეთთან, უბრალოდ, საჭიროა, რომ მივაღწიოთ სწორ ბალანსს და დარწმუნებული ვარ, ამ აქტივობის შედეგად სწორი ბალანსი მიღეწეული იქნება. მე კონსულტაციას გავაგრძელებ ყველა იმ მხარესთან, ვისაც უნდა და აინტერესებს უფრო კარგი კანონმდებლობის შექმნა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონს ვეტო 20 მარტს დაადო.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)