|
2017-03-31 11:54:58, 2556 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი არის აბსოლუტურად რეალისტური
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. „2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდამ 5.2 პროცენტი, თებერვალში კი - 4,4 პროცენტი შეადგინა. ორი თვის ჯამური მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის 4.8 პროცენტიანი რეალური ზრდა, რაც ძალიან მისასალმებელია,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ეს გამოწვეულია კონკრეტული მიმართულებებით და ძალიან კარგი დინამიკით. ესაა, საწარმოთა ბრუნვა; ექსპორტია მნიშვნელოვნად გაზრდილი, ტურისტების რაოდენობაა მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე ფულადი გზავნილების რაოდენობაცაა მნიშვნელოვნად გაზრდილი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა არის დიდწილად გამოწვეული იმითაც, რომ საქართველოს სამეზობლოში ასევე პოზიტიური დინამიკაა. „დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წელი გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული. ეს ასევე ადასტურებს, რომ 4-პუნქტიანი გეგმა, თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით, მუშაობს და წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი არის აბსოლუტურად რეალისტური. ჩვენ სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და გვაქვს პრაქტიკულად „მწვანე შუქი“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი გეგმები, რომლებიც გამოვაცხადეთ, არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით მის ცხოვრებაში გატარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. (NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)