00:14 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 12:40:38, 2206 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ევროპაში ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი არ დარჩენილა ბოლომდე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს განსაკუთრებით ემოციურია, როდესაც ქვეყნის მეგობრები თვითონ ინტერესდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით.

როგორც პრეზიდენტმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩასვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ხელოვნური ბარიერი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაშია აღმართული.

"ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართული არის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მინდა ვთქვა ძალიან ნათლად, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი არ დარჩენილა ბოლომდე. ეს უსამართლობა რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია დაიძლევა ძლიერი, ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით და ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მეგობრები მოდიან, რომ თავის თვალით ნახონ ეს უსამართლობა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას ხურვალეთში საოკუპაციო ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი 27 მარტს ეწვია. დღეს ორი ქვეყნის ლიდერი ხურვალეთში არსებულ საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ადგილობრვ მოსახლეობას შეხვდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics