23:16 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 13:59:03, 2207 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ალექსის ციპრასი: საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სტაბილურად დავუჭერთ მხარს

„ჩვენ სტაბილურად დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვან როლს ვითამაშებთ ამ მიმართულებით“,-ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

"კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საბერძნეთში! საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც ეწვია შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ და მან სიმბოლურად აირჩია, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო საბერძნეთი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, რომელიც არის შენგენის წევრი ქვეყანა. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ბატონ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოსა  და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით,"-განაცხადა ალექსის ციპრასმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics