|
2017-03-25 15:01:00, 2115 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნიკა გვარამია: ორშაბათს დავაფუძნებთ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის გუნდმა „რუსთავი 2“-ის წილის 91%-ის მფლობელების ლევან და გია ყარამანიშვილების ბოლო შეთავაზებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტყილება მიიღო. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ძმები ყარამანიშვილების შემოთავაზება რევოლუციურია. „ყარამანიშვილების შემოთავაზება არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და რევოლუციური. ეს არის პრაქტიკულად არხის თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა, რაც უნდა გვესმოდეს, რომ 51% „რუსთავი2-ში“ არის შპს „საქართველოს“ ხელში და შპს „საქართველოს“ 51% საკონტროლო პაკეტი იქნება უკვე „რუსთავი2“-ის საკონტროლო პაკეტის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტივის ხელში გადაცემა იმ უფლების, რომ ის იყოს ძირითადი აქტორი არხის ბედის წარმართვაში”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ორშაბათიდან შპს „რუსთავი 2-ის გუნდი“ დაფუძნდება. „ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, რომლის სახელიც „რუსთავი 2-ის გუნდი“ იქნება და ეს შპს იქნება ამ 51% წილის მფლობელი“, - აღნიშნა გვარამიამ. ამასთან, მისივე თქმით, „რუსთავი2“-ის გუნდი 19:00 საათზე შეიკრიბება და გადაწყდება, ახალ შპს-ს რამდენი ადამიანი დააფუძნებს და წილის მფლობელი და მართვაზე პასუხისმგებელი ვინ იქნება. ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 91 % -ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილებმა ტელეკომპანიის თანამშრომელთა შეთავაზებაზე საპასუხო განცხადება გუშინ გაავრცელეს და მზადყოფნა გამოთქვეს, „რუსთავი 2“-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის, 51 %-ის მფლობელი შპს ტელეკომპანია „საქართველოს“ აქციების საკონტროლო პაკეტი, 51 %, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადასცენ.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)