23:17 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 18:01:05, 2241 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი მმართველ გუნდთან ურთიერთობაზე: ბრაზილიური სერიალივით ვართ გამომდგარი ტელევიზორში

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის რაც ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მმართველ გუნდს შორის, „წყლის ნაყვაა“ და იმაზე "არლაპარაკი", რაც მთავარია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ურთიერთობები ბრაზილიურ სერიალს ემსგავსება.

"სიმართლე გითხრათ ამ დაპირისპირებასაც, რომელიც არის ჩემთან, ახალი ემოციით, ისე აღვიქვამ, რომ - მოდი ეს სირთულეები, რომ არ დავინახოთ, მოქალაქემ, რომ არ თქვას - "იცით, მე მშია, მწყურია, გაჭირვებული ვარ", ამაზე, რომ არ ვილაპარაკოთ, მოდი პრეზიდენტს ვეშაიროთ. მოდი ამით გავართოთ ხალხი. აი, პრეზიდენტს ჩვენ რას ვეტყვით, ის რას დაგვიბრუნებს და ვართ ასე ბრაზილიური სერიალივით გამომდგარი ტელევიზორში და რაღაცეებს ერთმანეთს ველაპარაკებით. ამ ლაპარაკის შედეგად, ვინმეს ხელფასი მოემატა, რომელიმე საწარმო გაიხსნა, რომელიმე დასაქმდა?! მე სიმართლე გითხრათ, თავს უხერხულად ვგრძნობ ამ ბრაზილიური სერიალის მონაწილე, რომ ვარ. რაღაცას, რომ იტყვიან წესია, რომ შენც უნდა არგუმენტირებულად უპასუხო. ეს ხომ არის წყლის ნაყვა და იმაზე, არ ლაპარაკი, რაც მთავარია", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics