22:16 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 17:15:25, 2113 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია პრეზიდენტს და მის წარმომადგენელს: თქვენ კონსტიტუციურ ბალანსს არღვევთ და ამას აკეთებთ ძალიან ცუდი ტონით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა  ბესელიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს კონსტიტუციის 48-ე მუხლი შეახსენა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მისი წარმომადგენლები პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

„ქალბატონო, ანა, არც მეტი არც ნაკლები, უნდა დავიწყო თქვენთვის კონსტიტუციის 48-ე მუხლის შეხსენება და ამას ვაკეთებ სრულიად გააზრებულად, სწორედ იმ პათოსის, სრულიად შეუსაბამო ტონის, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციისადმი, უპატივცემულო დამოკიდებულების გამო,  რაც გამოსვლების ქვეტექსტებშიც იგრძნობოდა, ტონშიც და რაც მთავრია, ძალიან სახიფათოდ მეჩვენება ის ჩანაწერები, რომელიც პრეზიდენტმა შენიშვნების სახით პარლამენტს გამოუგზავნა. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლით, საქართველოს პარლამენტი, ეს არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრას საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, კონტროლს უწევს მთავრობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. დიახ, ესაა პარლამენტი თავისი ჭრელი შემადგენლობით, მაგრამ ეს არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. მას სჭირდება სათანადო პატივისცემა და ისეთი ტონით და ისეთი შინაარსით საუბარი, რომელიც თავად პრეზიდენტის მხრიდან და მისი წარმომადგენლის მხრიდან არ დაარღვევს ამ კონსტიტუციურ ბალანსს. თქვენ ამ ბალანსს არღვევთ და ამას  აკეთებთ ძალიან ცუდი ტონით“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics