|
2017-03-12 17:39:14, 2522 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბათუმში აქციაზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი გაათავისუფლა - ერთს 5 დღით პატიმრობა განესაზღვრა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ აქციაზე დაკავებულების, 13 სასამართლო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, 2 სხდომაზე სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. არასრულწლოვანები დარბაზიდან უკვე გაათავისუფლეს. ერთ დაკავებულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 5 დღით პატიმრობა განუსაზღვრეს. ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ 40-მდე პირი დააკავა. საქმე აღძრულია მასობრივი არეულობისა და საჯარო და სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდაცვის მუხლებით, თუმცა, დანარჩენ პირებს გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარდა სიისხლის სამართლის მუხლიც ემუქრებათ. ცნობისთვის, ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)