|
2017-03-11 18:27:22, 1931 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრის, იურისტის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა მთლიანად ევროსასამართლოსთვის და საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია. როგორც მშვენიერაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს ის მესიჯი, რომელიც მიიღო პოლიტიკოსებისაგან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, დიპლომატებისგან და ასევე სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან. "თავი უნდა დაანებოს "რუსთავი 2"-ზე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი ხელისუფლებისადმი იქნება გაცილებით მწვავე. ასეთი პასუხი საბოლოო ჯამში დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ მოქალაქეები, რომლებსაც დეკლარირებული აქვთ ევროატლანტიკური არჩევანი ზარალდებიან ხელისუფლების მოქმედებით, რომელსაც საერთო არაფერი აქვთ ევროპასთან. ხელისუფლება თუკი გაიგებს იმას, რასაც მოითხოვს ჩვენგან დასავლური ღირებულებებისადმი პატივისცემა და დაანებებს სიტყვის თავისუფლებას თავს, მოვიგებთ ყველა, ხოლო თუკი ამას არ გააკეთებს დანარჩენი ნაწილი ვიბრძოლებთ სიტყვის თავისუფლების დასაცავად, მათ შორის სასამართლო გზებითაც. მოგებული საქმე, თუნდაც ევროსასამართლოში, სამართალწარმოების გადახედვის მოთხოვნა, აქ იქნება გამარჯვება საბოლოო ჯამში, საქართველოში და არა მარცხი, როგორც ამის წარმოჩენა სურს ხელისუფლებას", - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)