11:25 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 13:05:03, 2925 ნახვა

მსოფლიო
შონ სპაისერი: ტრამპი WikiLeaks-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების გამო შეშფოთებულია

თეთრი სახლის მდივანის შონ სპაისერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Wikileaks-ის მიერ დაზვერვის ცენტალური სააგენტოს დოკუმენტების გასაჯაროების გამო შეშფოთებულია.

როგორც სპაისერმა აღნიშნა, პრეზიდენტი შეშფოთებულია იმ ბრალდებებისა და დანაშაულებების გამო, რომელსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა, თუმცა ამ ეტაპზე მათი ავთენტურობის დადასტურება თეთრ სახლს არ შეუძლია. 

გარდა ამისა, მედია საშუალების იფნორმაციით, თეთრი სახლი ქვეყნის მოქალაქეებს არწმუნებს, რომ საიდუმლო დოკუმენტაციის გასაჯაროების გამო, დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Wikileaks-მა ათი ათასამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად კომპიუტერული ვირუსების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. აღნიშნული ვირუსების საშუალებით, დაზვერვა კომპიუტერების, ტელეფონებისა და ტელევიზორების გამოყენებით, მოქალაქეთა ფარულ მიყურადებას ახორციელებდა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ერთობლივი გამოძიება დაიწყეს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics