11:25 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 15:42:06, 2801 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა 2008 წლის აგვისტოში ქართველი ნაცნობისთვის SMS-ის გაგზავნისთვის გასამართლებული ქალი შეიწყალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ღალატისთვის ბრალდებული ოქსანა სევასტიდი შეიწყალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოქსანა სევასტიდი 2015 წელს შპიონაჟსა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს და მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კერძოდ კი, BBC-ის ცნობით, მას ბრალად ედებოდა, 2008 წლის აგვისტოში ქართველი ნაცნობისთვის SMS შეტყობინებების სახით აფხაზეთისკენ ტანკების გადაადგილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

ამასთან, ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული შინაარსის შეტყობინება მან ნაცნობს აპრილში გადაუგზავნა, ხოლო გამოძიება ედავება, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება 2008 წლის აგვისტოშია გაგზავნილი.

როგორც მედია გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, სევასტიდი სოხუმში მცხოვრებ ნაცნობს ინფომრაციას აწვდიდა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული პირი ქართულ სპეც-სამსახურებზე მუშაობდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics